Accentnews.ge
საპატრიარქოს უნივერისტეტის რექტორმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა

საპატრიარქოს უნივერისტეტის რექტორმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა

09/08/2021 14:01:35 საზოგადოება

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის რექტორმა სერგო ვარდოსანიძემ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.

როგორც მან„ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, მისი და უნივერსიტეტის დამფუძნებლის სრულუფლებიანი წარმომადგენლის ხედვები ერთმანეთს აღარ ემთხვეოდა სასწავლო პროცესთან დაკავშირებით. უნივერსიტეტში ამ თანამდებობას ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი იკავებს.

„ვადასტურებ, რომ ოფიციალური განცხადებით მივმართე უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს, მაგრამ პატრიარქს ჯერ არ დაუკმაყოფილებია ჩემი გადადგომის თხოვნა. როცა პატრიარქის განცხადებას გავასაჯაროვებ და მოაწერს ხელს, იქ მოკლედ არის ამ მიზეზზე საუბარი თუ რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. 11 წელი ვიყავი რექტორი დ ესეც საკმარისია“, – აღნიშნა ვარდოსანიძემ.

უნივერსიტეტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ფლობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S