Accentnews.ge
კვლევა: მილიონობით ადამიანი წყალდიდობის საფრთხის ქვეშაა

კვლევა: მილიონობით ადამიანი წყალდიდობის საფრთხის ქვეშაა

09/08/2021 13:06:02 მსოფლიო

ახალი კვლევა აჩვენებს, რომ მსოფლიოს მოსახლეობის ნაწილს, საუბარია მილიონობით ადამიანზე, წყალდიდობის საფრთხე ემუქრება, - იუწყება BBC.

„2030 წლისთვის, მილიონობით ადამიანს საკუთარ თავზე ექნება გამოცდილი კლიმატის ცვლილებითა და დემოგრაფიული ცვლილებებით გამოწვეული წყალდიდობები. წყალდიდობა არის ეკოლოგიური კატასტროფა, რომელიც ნებისმიერ სხვა მოვლენაზე უფრო დიდ გავლენას მოახდენს“, - აცხადებენ მკვლევარები.

ახალ კვლევაში მეცნიერებმა შეისწავლეს 2000-2018 წლის ყოველდღიური სატელიტური სურათები, რათა შეეფასებინათ როგორც წყალდიდობების მოცულობა, ასევე იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც დაუცველნი აღმოჩნდნენ 900-ზე მეტი წყალდიდობის პირობებში. სატელიტური სურათები სტიქიის იმაზე დიდ მასშტაბებს აჩვენებს, ვიდრე ეს კომპიუტერული მოდელირებებით იყო ნავარაუდევი.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ 255-დან 290 მილიონამდე ადამიანმა სტიქიის პირდაპირი ზიანი განიცადა და 2000-2015 წლებში, დატბორილ ადგილებში მცხოვრები ადამიანების რაოდენობა 58-86 მილიონითაა გაზრდილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S