თურქეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით ცეცხლის 2 აქტიური კერა რჩება
09/08/2021 12:16:12 მსოფლიო
თურქეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით ცეცხლის 2 აქტიური კერა რჩება. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბექირ პაკდემირლმა განაცხადა, ამჟამად ხანძრის აქტიური კერები კოიცეგიზსა და მილასში ფიქსირდება.
მე–13 დღეა, თურქეთში ტყის ხანძრების ჩაქრობა ვერ ხერხდება. ანკარას ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ტექნიკითა და ცოცხალი ძალით ქუვეითი, აზერბაიჯანი, ესპანეთი, ხორვატია, ირანი, კატარი, რუსეთი, უკრაინა და ჩრდილოეთ კვიპროსი ეხმარებიან.
![]()
ბოლო მონაცემებით, ცეცხლს, 8 ადამიანი ემსხვერპლა. მათგან 7–ის ცხედარი ქალაქ მანავგატში აღმოაჩინეს, ერთი – მარმარისში.


