შეზღუდვა, რომელიც საქართველოში ხვალიდან ამოქმედდება
09/08/2021 09:57:24 საზოგადოება
პირბადის ტარება ხვალიდან სავალდებულო იქნება ღია სივრცეშიც, სადაც ხუთზე მეტი ადამიანი იკრიბება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
გადაწყვეტილების მიზეზად ბოლო პერიოდში ეპივითარების გაუარესება სახელდება.
საქართველოში ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება 22 ივნისიდან მოიხსნა, თუმცა დახურულ სივრცეში შეზღუდვა ძალაში რჩებოდა.


