მიხეილ ლომთაძემ Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში ბიძინა ივანიშვილს გაუსწრო
09/08/2021 09:16:39 საზოგადოება
მიხეილ ლომთაძემ Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში ბიძინა ივანიშვილს გაუსწრო.
ახლა ლომთაძე ყველაზე მდიდარი ქართველია.
Forbes-ის სიის მიხედვით, მიხეილ ლომთაძის ქონება $5,1 მილიარდს შეადგენს, ბიძინა ივანიშვილის კი – $4.8 მილიარდს.
მიხეილ ლომთაძე ყაზახური ფინტექ კომპანია Kaspi-ის დამაარსებელია. იგი მილიარდერი მას შემდეგ გახდა, რაც კომპანიის აქციები ლონდონის ბირჟაზე განთავსდა.


