მდინარე მტკვარში არასრულწლოვანის ცხედარი იპოვეს
09/08/2021 07:09:31 საზოგადოება
გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარში 17 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს.
"ინტენსიური სამაშველო ღონისძიების შედეგად, გრესის არხის მიმდებარედ მდინარე მტკვარში მეხანძრე-მაშველებმა ერთი პირის ცხედარი იპოვეს. ცხედარი ამოსვენებულია და ოჯახის წევრების მხრიდან იდენტიფიცირებულია“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
ბიჭი 7 აგვისტოს გაუჩინარდა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ადგილზე სათევზაოდ იმყოფებოდა, მდინარეში შევიდა და შემდეგ სავარაუდოდ, დინებამ წაიღო.


