თურქეთში, მანავგატში ხანმოკლე წვიმით გახარებული ადგილობრივები ქუჩებში გამოვიდნენ და ლოცვა აღავლინეს (ფოტო)
09/08/2021 06:50:04 მსოფლიო
ქალაქ მანავგატში ხანმოკლე წვიმა მოვიდა.
როგორც თურქული მედია იუწყება წვიმა შაბათს მოვიდა, დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა და ტყის ხანძრის ჩაქრობას ხელი შეუწყო.
მისივე ცნობით, წვიმის მოსვლით გახარებული ადგილობრივები ქუჩებში გამოვიდნენ და ლოცვა აღავლინეს.
აღნიშნულის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება:
მე–13 დღეა, თურქეთში ტყის ხანძრების ჩაქრობა ვერ ხერხდება. როგორც თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბექირ პაკდემირლმა განაცხადა, 28 ივლისიდან დღემდე ცეცხლის 217 კერა კონტროლის ქვეშ მოაქციეს და ამ დროისთვის ხანძრის 6 კერა რჩება აქტიური.
ბოლო მონაცემებით, ცეცხლს, 8 ადამიანი ემსხვერპლა. მათგან 7–ის ცხედარი ქალაქ მანავგატში აღმოაჩინეს, ერთი – მარმარისში.


