Accentnews.ge
სინოპტიკოსები საბერძნეთის გარდა, ჰაერის რეკორდულად მაღალ ტემპერატურას იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიასა და მალტაზე პროგნოზირებენ

სინოპტიკოსები საბერძნეთის გარდა, ჰაერის რეკორდულად მაღალ ტემპერატურას იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიასა და მალტაზე პროგნოზირებენ

09/08/2021 05:33:47 მსოფლიო

სინოპტიკოსების პროგნოზით, მიმდინარე კვირის შუა რიცხვებში ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა (+46°C) იტალიაში, საბერძნეთსა და მალტაზე დაფიქსირდება.

ამასთან, სპეციალისტების განცხადებით, მიმდინარე კვირის ბოლოს (შაბათსა და კვირას) +46°C იქნება ესპანეთსა და პორტუგალიაშიც.

როგორც სინოპტიკოსები აღნიშნავენ, ჰაერის ასეთი მაღალი ტემპერატურა ხელსაყრელ პირობებს ქმნის ტყის ხანძრებისთვის.

ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა, რომელიც ესპანეთში, პორტუგალიაში, მალტასა და იტალიაში დღემდე დაფიქსირებულა:

  • იტალია – ქალაქი ფოგია, 2007 წლის 25 ივლისი, +47.0 ° C (116.6 ° F);
  • ესპანეთი – ქალაქი მონტორო, 2017 წლის 13 ივლისი, +47.3 ° C (117.1 ° F);
  • პორტუგალია – ამარელეჯა, 2003 წლის 1 აგვისტო, +47,4 ° C (117,3 ° F);
  • მალტა – მალტის საერთაშორისო აეროპორტი, 1999 წლის 9 აგვისტო, +43.8 ° C (110.8 ° F).

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საბერძნეთსა და თურქეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S