Accentnews.ge
პრემიერის თქმით, საკოორდინაციო საბჭო ახალ რეგულაციებზე ხვალ იმსჯელებს

პრემიერის თქმით, საკოორდინაციო საბჭო ახალ რეგულაციებზე ხვალ იმსჯელებს

08/08/2021 15:05:50 საზოგადოება

შეზღუდვებს არ ვგეგმავთ, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა კოვიდვაქცინით აცრის შემდეგ განაცხადა. პრემიერის თქმით, ხვალ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელზეც გარკვეულ რეკომენდაციებზე იმსჯელებენ.

„ძირითადად საუბარი იქნება არა რაიმე ჩაკეტვაზე, რასაც ეკონომიკაზე ექნება რაიმე გავლენა ან ეფექტი, არამედ ზოგადად მოსახლეობას რომ გავუმარტივოთ ამ სიტუაციის მართვა - მარტივი რეგულაციები, როგორიც არის პირბადის ტარება, ხალხმრავალი შეკრებების შეზღუდვა“, - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ჯანდაცვის სისტემა სიტუაციას არსებულ ეპიდვითარებას უმკლავდება.

„როგორც გვეუბნებიან, საკმაოდ დატვირთული რეჟიმით უწევთ ამ ყველაფერთან გამკლავება. კიდევ უფრო რომ არ გაუარესდეს სიტუაცია და ზოგადად, რომ შევუმსუბუქოთ ჯანდაცვის სექტორს მუშაობა, გვინდა რაღაც რეგულაციები და რეკომენდაციები ხვალისთვის მოსახლეობისთვის გავხადოთ ხელმისაწვდომი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S