ირაკლი ღარიბაშვილი „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა
08/08/2021 14:27:53 საზოგადოება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. მთავრობის მეთაურმა არჩევანი „ფაიზერის“ ვაქცინაზე შეაჩერა.
ირაკლი ღარიბაშვილი ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში აიცრა.
„მოგეხსენებათ, რომ 4 თვის წინ გადავიტანე კოვიდი საკმაოდ იოლი ფორმით, მაგრამ რამდენიმე კვირის წინ შევიმოწმე ანტისხეულების რაოდენობა. მქონდა 400 ანტისხეული, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც გადავწყვიტე ჩამეტარებინა აცრა, რომ კიდევ უფრო გავიძლიერო იმუნიტეტი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.


