მე–12 დღეა, თურქეთში ტყის ხანძრების ჩაქრობა ვერ ხერხდება
08/08/2021 07:11:08 მსოფლიო
მე–12 დღეა, თურქეთში ტყის ხანძრების ჩაქრობა ვერ ხერხდება. როგორც თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბექირ პაკდემირლმა განაცხადა, 28 ივლისიდან დღემდე ცეცხლის 217 კერა კონტროლის ქვეშ მოაქციეს და ამ დროისთვის ხანძრის 6 კერა რჩება აქტიური.

მისი თქმით, ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართულია 16 სპეცთვითმფრინავი, ცხრა უპილოტო საფრენი აპარატი, 57 ვერტმფრენი, უპილოტო შვეულმფრენი, 1000–მდე სახანძრო მანქანა და 5 250 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით, ცეცხლს, 8 ადამიანი ემსხვერპლა. მათგან 7–ის ცხედარი ქალაქ მანავგატში აღმოაჩინეს, ერთი – მარმარისში.


