თბილისი და 6 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
08/08/2021 06:48:39 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 3 344 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 3 376 პირი გამოჯანმრთელდა, 30 პაციენტი გარდაიცვალა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 344 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 1 362 შემთხვევა,
- აჭარა - 595,
- იმერეთი - 415,
- ქვემო ქართლი - 139,
- შიდა ქართლი - 155,
- გურია - 84,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 210,
- კახეთი - 262,
- მცხეთა-მთიანეთი -59,
- სამცხე-ჯავახეთი - 49,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 41 187 საიდანაც: 6 511 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 055, აჭარაში - 876, იმერეთში - 938. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 308 პირი, მათ შორის, თბილისში - 582, აჭარაში - 132, იმერეთში -294. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 288 პირი, მათგან თბილისში - 192, აჭარაში - 16, იმერეთში - 18. 2 533 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 156 - თბილისში, 812- აჭარაში. 32 143 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 37, ხოლო აჭარაში - 5.
სულ 6 ოქტომბრიდან - 7 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 002 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 32 346 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 13 299, პირი, აჭარაში - 5 016, იმერეთში - 3 771.


