Accentnews.ge
მსხვერპლი და დაშავებულები – თურქეთში სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავიდა და ამობრუნდა

მსხვერპლი და დაშავებულები – თურქეთში სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავიდა და ამობრუნდა

08/08/2021 06:23:24 მსოფლიო

თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 14 ადამიანი ემსხვერპლა, 18 დაშავებული ჰოსპიტალიზებულია.

სამგზავრო ავტობუსი, რომელიც ედრემიტისკენ მიემართებოდა ბალიკესირის გზატკეცილზე გზიდან გადავიდა და ამობრუნდა.

შემთხვევის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

ინციდენტის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ თურქეთში, მანისას პროვინციაში მდებარე სომას რაიონში ერთმანეთს ტრაილერი და სამგზავრო ავტობუსი შეეჯახა. მომხდარის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S