
"საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია და საერთაშორისო ძალისხმევის არაეფექტურობა არის მტკივნეული მაგალითი, რომ გაკვეთილები ნასწავლი არ არის"
07/08/2021 10:36:46 პოლიტიკა
საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია და საერთაშორისო ძალისხმევის არაეფექტურობა არის მტკივნეული მაგალითი, რომ გაკვეთილები ნასწავლი არ არის, – ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა განაცხადა.
„13 წლის წინ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ომი, საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია და საერთაშორისო ძალისხმევის არაეფექტურობა არის მტკივნეული მაგალითი, რომ გაკვეთილები ნასწავლი არ არის, რამაც მოგვიანებით გზა გაუხსნა ყირიმის ანექსიას და დონბასში მიმდინარე აგრესიას“, – წერს ლინას ლინკევიჩუსის „ტვიტერზე“.
#Russia’s war against #Georgia 13 y ago, occupation of 20% of its territory and the ineffectiveness of international efforts are the most painful example of recent ‘lessons not learned’ which later paved the way for the annexation of #Crimea and ongoing aggression in #Donbass pic.twitter.com/hJbjWk6f0n
— Linas Linkevicius (@LinkeviciusL) August 7, 2021