
"რუსეთი ანტიქართულ და ევროკავშირის საწინააღმდეგო დეზინფორმაციას ავრცელებს, ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით დგას სრულ დეოკუპაციამდე"
07/08/2021 09:58:01 პოლიტიკა
საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიიდან 13 წელი გავიდა და საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, – ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოქვეყნდა.
„საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიიდან 13 წელი გავიდა. საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია. რუსეთი ახლა ავრცელებს ანტიქართულ და ევროკავშირის საწინააღმდეგო დეზინფორმაციას. ევროკავშირი ერთგულია საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მისი ხალხის გვერდით დგას სრულ დეოკუპაციამდე“, – აღნიშნულია ვიოლა ფონ კრამონის განცხადებაში.
ევროპარლამენტარი ასევე აქვეყნებს ილუსტრირებულ ფოტოს, სადაც წერია, თუ როგორ ხედავენ რუსეთი და ევროკავშირი საქართველოს რუკას.
13y since #Russia's military aggression against #Georgia. 20% of 🇬🇪 is occupied. 🇷🇺 is now spreading anti-🇬🇪 & anti-#EU disinformation. 🇪🇺 is committed to sovereignty & territorial integrity of Georgia & stands with it's people until full #deoccupation#RusGeoConflict#Aug2008War pic.twitter.com/CoMzourZmh
— Viola von Cramon (@ViolavonCramon) August 7, 2021