თბილისი და 7 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
07/08/2021 06:57:01 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 4 216 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 1 735 პირი გამოჯანმრთელდა, 38 პაციენტი გარდაიცვალა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 216 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 1 889 შემთხვევა,
- აჭარა - 620,
- იმერეთი - 464,
- ქვემო ქართლი - 217,
- შიდა ქართლი - 195,
- გურია - 92,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 265,
- კახეთი - 273,
- მცხეთა-მთიანეთი -106,
- სამცხე-ჯავახეთი - 66,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 29.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 41 249 საიდანაც: 6 426 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 047, აჭარაში - 837, იმერეთში - 930. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 303 პირი, მათ შორის, თბილისში - 579, აჭარაში - 129, იმერეთში -229. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 287 პირი, მათგან თბილისში - 191, აჭარაში - 17, იმერეთში - 20. 2 523 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 174 - თბილისში, 812- აჭარაში. 32 300 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 37, ხოლო აჭარაში - 5.
სულ 6 ოქტომბრიდან - 6 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 002 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 752 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 13 299, პირი, აჭარაში - 5 026, იმერეთში - 3 597.


