Accentnews.ge
სოფელ სამებასთან კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

სოფელ სამებასთან კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

07/08/2021 06:01:55 საზოგადოება

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.

მიწისძვრა თბილისის დროით 08:28 საათზე დაფიქსირდა. 4.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქი დმანისიდან 25 კილომეტრში, კვლავ სოფელ სამებასთან იყო.

სოფელ სამებასთან მიწისძვრა დაფიქსირდა დღეს, თბილისის დროით 03:36 საათზეც, ასევე – გუშინ თბილისის დროით 19:25 საათზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S