Accentnews.ge
აშშ, ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, საფრანგეთი და კანადა – ნავთობტანკერზე თავდასხმაზე: "ყველა მტკიცებულება ირანზე მიუთითებს"

აშშ, ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, საფრანგეთი და კანადა – ნავთობტანკერზე თავდასხმაზე: "ყველა მტკიცებულება ირანზე მიუთითებს"

06/08/2021 17:47:12 მსოფლიო

აშშ, ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, საფრანგეთი და კანადა არაბეთის ზღვაში ნავთობტანკერზე თავდასხმას გმობენ და აცხადებენ, რომ ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ინციდენტის უკან ირანი დგას.

„ვგმობთ ნავთობტანკერზე უკანონო თავდასხმას. ეს იყო წინასწარ გამიზნული ქმედება და აშკარა დარღვევა საერთაშორისო სამართლისა, ყველა არსებული მტკიცებულება ირანზე მიუთითებს, ამას გამართლება არ აქვს", – ნათქვამია აშშ-ის, ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, საფრანგეთის და კანადის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში.

ნავთობტანკერზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია 30 აგვისტოს გავრცელდა. ხომალდი MT Mercer Street იაპონურ კომპანიას ეკუთვნის, თუმცა მის ექსპლუატაციას ებრაელი მილიარდერის ეიალ ოფერის ოჯახის კუთვნილი კომპანია „ზოდიაქ მერითაიმი“ ახორციელებს. ტანზანიიდან არაბთა გაერთიანებული საამიროების მიმართულებით მცურავ ხომალდზე თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა ტანკერის ეკიპაჟის ორი წევრი- რუმინეთისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები.

თავად ირანი ბრალდებას უარყოფს. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა საიდ ხათიბზადემ ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა და აღნიშნა, რომ ამგვარი ბრალდებები თეირანის მისამართით ახალი არ არის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S