საქართველოში ერთ დღეში უკვე მეორე მიწისძვრა მოხდა
06/08/2021 15:45:49 საზოგადოება
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ცნობით, დღეს, თბილისის დროით 19:25 საათზე სოფელ სამებასთან მიწისძვრა მოხდა. მისი სიმძლავრე 3.3(ML) მაგნიტუდა იყო.
მანამდე, ბიძგები თბილისის დროით 12:55 საათზე ქალაქ ბოლნისთან დაფიქსირდა. მიწისძვრის სიძლიერემ 3.4 მაგნიტუდა შეადგინა.


