CNN-მა არავაქცინირებული თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლა
06/08/2021 15:30:05 მსოფლიო
CNN-მა სამსახურიდან გაათავისუფლა სამი თანამშრომელი, რომლებიც ოფისში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გარეშე გამოცხადდნენ. ამის მიზეზი ისაა, რომ თანამშრომლებმა დაარღვიეს კომპანიის მოთხოვნა ვაქცინაციის სავალდებულობასთან დაკავშირებით.
CNN-ის ხელმძღვანელის, ჯეფ ზუკერის თქმით, ვაქცინა სავალდებულოა მათთვის ვინც ადგილზე მუშაობს, სხვა თანამშრომლებთან ერთად საქმიანობს ან ოფისში მიდის.
აშშ-ში კომპანიებს უფლება აქვთ, თანამშრომლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახადონ. მრავალმა მსხვილმა ორგანიზაციამ, მათ შორის „ფეისბუქმა“ და „გუგლმა“ განაცხადეს, რომ თანამშრომლებს აცრას მოსთხოვენ, როდესაც მათი ოფისები სრულად გაიხსნება. ვაქცინაცია სავალდებულო გახადა კომპანია „დისნეიმ“.


