ავსტრია, ფინეთი, საბერძნეთი, ისლანდია, ნიდერლანდები, ესპანეთი და შვეიცარია “სინოვაკით” აცრას აღიარებს
06/08/2021 14:30:26 მსოფლიო
ავსტრია, ფინეთი, საბერძნეთი, ისლანდია, ნიდერლანდები, ესპანეთი და შვეიცარია “სინოვაკით” აცრას აღიარებს. ამის შესახებ ინფორმაციას schengenvisainfo ავრცელებს.
აღნიშნულ ქვეყნებში “სინოვაკით” ორჯერადად აცრილი პირები კარანტინის ვალდებულების გარეშე შეძლებენ შესვლას.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირისა და შენგენის ზონის ქვეყნების უმეტესობის საზღვრები ღიაა იმ მოგზაურებისთვის, რომლებიც ევროპის წამლის სააგენტოს მიერ აღიარებული კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინებით არიან აცრილი. ასეთ ვაქცინებს შორისაა “ასტრაზენეკას”, “ფაიზერის”, “მოდერნას” და “ჯონსონის” ვაქცინები.


