Accentnews.ge
კარასინი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას ტოვებს

კარასინი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას ტოვებს

29/07/2019 10:56:13 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი თანამდებობას ტოვებს. რუს დიპლომატს 23 აგვისტოს 70 წელი უსრულდება და რუსეთის „სახელმწიფო სამსახურის“ შესახებ კანონის თანახმად, აღნიშნული თანამდებობის დაკავება მას სწორედ ამ დრომდე შეუძლია.

რუსული მედიის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე სამი კანდიდატურა სახელდება. მთავარი კანდიდატი კი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი ივან ვოლინკინია, რომელიც 2007 წლიდან საქართველოში პერსონა ნონ-გრატადაა გამოცხადებული.

ვოლინკინი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უცხოეთის წარმომადგენლობებში მუშაობდა, კერძოდ, აშშ-ში, სერბეთში, მონტენეგროში, საქართველოსა და მაკედონიაში. 2009-2013 წლებში ივან ვოლინკინი სერგეი ლავროვის თანაშემწე იყო, 2023-2018 წლებში კი, სომხეთში რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

არსებული ინფორმაციით, გრიგორი კარასინი რუსეთის ფედერაციის საბჭოში გააგრძელებს მუშაობას. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S