Accentnews.ge
საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა, 40 გრადუსს გადააჭარბოს

საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა, 40 გრადუსს გადააჭარბოს

06/08/2021 11:08:22 საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში მნიშვნელოვნად დაცხება. ტემპერატურამ დასავლეთ საქართველოში 6-7 აგვისტოს შესაძლებელია 40 გრადუსს, ხოლო 7-9 აგვისტოს აღმოსავლეთ საქართველოში 39 გრადუსს გადააჭარბოს.

მისი ცნობით, 6 – 7 აგვისტოს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

უწყებაში ამბობენ, რომ მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ხელს შეუწყობს ტყის ხანძრების გაჩენას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S