Accentnews.ge
“მთავარი არხის” ჟურნალისტს გორში მიკროფონი მოპარეს

“მთავარი არხის” ჟურნალისტს გორში მიკროფონი მოპარეს

06/08/2021 08:14:03 საზოგადოება

“მთავარი არხის” ჟურნალისტს გიორგი ახალკაცს გორში მიკროფონი მოპარეს. მომხდარს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროც.

ტელეკომპანიის ცნობით, ჟურნალისტს მიკროფონი მაშინ მოპარეს, როდესაც იგი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა.

“ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე გამოძიება ადეკვატურად მოქმედებს, გამოძიება დაწყებულია ქურდობის მუხლით და იმედი მაქვს, რომ სამართალდამცველები დაადგენენ რა ვითარებაში გაუჩინარდა “მთავარი არხის” კუთვნილი აპარატურა. როგორც ჩემთვის არის ცნობილი მიმდინარეობს სამეთვალყურეო კამერების შემოწმება”, – განაცხადა ახალკაცმა “მთავარ არხთან” საუბრისას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

22 ივლისს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა “მთავარი არხის” ჟურნალისტს, ემა გოგოხიას სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას წაართვა მიკროფონი, რომელიც ამ დრომდე არ დაუბრუნებია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S