"ჯანდაცვის სექტორი საწოლფონდთან მიმართებით უკვე გარკვეულ ზღვარზეა, მიმდინარეობს მუშაობა, თუმცა რესურსი სულ უფრო ნაკლებია"
06/08/2021 08:06:57 საზოგადოება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის სექტორი საწოლფონდთან მიმართებით უკვე გარკვეულ ზღვარზეა.
როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რესურსი სულ უფრო და უფრო ნაკლებია.
„ჯანდაცვის სექტორში რეალურად საწოლფონდთან მიმართებაში ვართ უკვე გარკვეულ ზღვარზე. რა თქმა უნდა, მიმდინარეობს მუშაობა ყოველდღიურად თუმცა, რესურსი სულ უფრო და უფრო ნაკლებია. ასევე გასათვალისწინებელია ექიმების გადაღლილობა, რომლებიც უკვე წელიწადნახევარზე მეტია, ამ რეჟიმში მუშაობენ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ჩვენი საზოგადოების გონიერების, რომ ისინი დაუდგებიან გვერდში როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე თითოეულ ექიმს და შესაბამისად, თავს შეიკავებენ იმ ღონისძიებებისგან, რომლებიც მთავარი ბუსტერები არიან“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 3780 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 2 052 პირი გამოჯანმრთელდა, 30 პაციენტი გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 436 573 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 393 453 პირი გამოჯანმრთელდა, 5 986 პაციენტი გარდაიცვალა.
სულ აცრილია 583 647 ადამიანი, დღიურად აცრილია 19 067.


