Accentnews.ge
"ახლა თამამი გადაწყვეტილების დროა, საქართველოს უნდა შესთავაზონ ნატო–ს წევრობა"

"ახლა თამამი გადაწყვეტილების დროა, საქართველოს უნდა შესთავაზონ ნატო–ს წევრობა"

06/08/2021 06:18:25 პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია აცხადებს, რომ დროა, ნატო–მ საქართველოს ალიანსის წევრობა შესთავაზოს.

"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, დარსალიამ წევრობის შეთავაზების აუცილებლობაზე, „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ გამართულ ონლაინ შეხვედრაზე ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველო შეშფოთებულია შავი ზღვის რეგიონში, რუსეთის მზარდი სამხედრო წარმოდგენილობით.

„საქართველოს ნატო–ში გაწევრიანების პროცესის დაჩქარება იქნებოდა ყველაზე ეფექტური პასუხი იმ საფრთხეებსა და გამოწვევებზე, რაც ამჟამად რეგიონში დგას. წლების განმავლობაში, ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს ინტეგრაციის პროცესში და განვავითარეთ ყველაზე სრულყოფილი პრაქტიკული თანამშრომლობა ალიანსთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არა საკმარისი. ახლა პოლიტიკურ განზომილებაში, ჩვენ გვჭირდება ყოვლისმომცველი აზროვნება და თამამი სტრატეგიული გადაწყვეტილებები საქართველოს ნატო–ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ეს არის ის, რაც უნდა გაკეთდეს შავ ზღვაში სტაბილიზაციისა და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის. ეს ხელს შეუწყობს რეგიონის მშვიდობიან და აყვავებულ განვითარებას“, - აცხადებს დარსალია.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ რუსეთის მტრული მოქმედებების მიუხედავად, საქართველო ურყევად აგრძელებს ნატოსკენ სწრაფვას რეგიონში მზარდი საფრთხეების ფონზე, საქართველოს „ხელშესახები“ მხარდაჭერა სჭირდება:

„საქართველო ასპირანტი ქვეყანაა და მტკიცედ გვწამს, რომ ალიანსის მომავალი წევრია. შეიძლება გამოითქვას მოსაზრება, რომ რეგიონში ნატოს ჩართულობა, საქართველოსა და უკრაინისთვის წევრობის დაპირებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი შეთავაზების გარეშე, შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს ყველა მიღწევას, რაც ამ ქვეყნებს აქამდე, ინტეგრაციის პროცესში ჰქონდა. რადგან რუსეთი აგრძელებს მათ დესტაბილიზაციას ჰიბრიდული ომით თუ ძველი კონფლიქტებით მანიპულირებით. ჩვენს წინააღმდეგ რუსეთის მტრული მოქმედებების მიუხედავად, ჩვენ ვაგრძელებთ ნატოსკენ სწრაფვას, რაც უპირველესად ნიშნავს დემოკრატიული ინსტიტუტების, ღირებულებების და მიღწევების დაცვას. მაგრამ, ამ ბრძოლაში ჩვენ ჩვენი მეგობრების, უპირველეს ყოვლისა „ნატოს“ ხელშესახები მხარდაჭერა გვჭირდება, რაც პროპორციული იქნება იმ საშინელი გამოწვევისა, რომლის წინაშე ვდგავართ. ახლა თამამი გადაწყვეტილების დროა, საქართველოს უნდა შესთავაზონ წევრობა. ნატოს წევრობა არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, არამედ ასევე ეს არის ერთადერთი საშუალება შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისთვის“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S