მსხვერპლი და დაშავებულები – თურქეთში ერთმანეთს ტრაილერი და სამგზავრო ავტობუსი შეეჯახა
06/08/2021 05:15:50 მსოფლიო
თურქეთში, მანისას პროვინციაში მდებარე სომას რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
როგორც თურქული მედია იუწყება, ერთმანეთს ტრაილერი და სამგზავრო ავტობუსი შეეჯახა.
მომხდარი შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 30 დაშავებული კი ჰოსპიტალიზებულია.
არსებული ინფორმაციით ავტობუსში 50 მგზავრი იყო.
ინციდენტის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.


