Forbes ტურისტებს ვარძიის მონახულებას ურჩევს
05/08/2021 19:03:18 საზოგადოება
ვარძიის სამონასტრო კომპლექსი გავლენიანი ბიზნეს-ჟურნალის გარეკანზე მოხვდა. "Forbes ესპანეთმა" უნიკალური, კლდეში ნაკვეთი ქალაქი 7 ყველაზე შთამბეჭდავ ადგილებს შორის დაასახელა და ტურისტებს მისი მონახულება ურჩია.
მიუხედავად მძიმე ეპიდვითარებისა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი Forbes-ის ესპანურენოვანმა გამოცემამ ერთ-ერთ ყველაზე დაცულ ადგილად დაასახელა, ვინაიდან მისი დათვალიერება PCR ტესტის გარეშე შეუძლებელია.
ვარძიაში თხუთმეტი ეკლესიიდან, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი ტურისტების ყურადღებას ყველაზე მეტად იპყრობს. მე-12 საუკუნის ორიგინალი ფრესკები ტაძრის კედლებსა და ჭერზე ახლაც შემორჩენილია. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ტაძარში გიორგი მეფის და თამარის ფრესკაა.


