კორონავირუსით ცნობილი ქართველი მგალობელი ლია სალაყაია გარდაიცვალა
05/08/2021 17:26:04 საზოგადოება
კორონავირუსით გარდაიცვალა ცნობილი ქართველი შემსრულებელი, ქართული ხალხური და საეკლესიო მუსიკის პედაგოგი ლია სალაყაია.
ის კორონავირუსს რამდენიმე კვირის განმავლობაში ებრძოდა, თუმცა მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა.


