Accentnews.ge
თურქეთში, თბოელექტროსადგურთან ხანძრის კერა ჩააქრეს – სადგური მუშაობას რაც შეიძლება მალე განაახლებს

თურქეთში, თბოელექტროსადგურთან ხანძრის კერა ჩააქრეს – სადგური მუშაობას რაც შეიძლება მალე განაახლებს

05/08/2021 12:55:22 მსოფლიო

თურქეთში, თბოელექტროსადგურთან ხანძრის კერა ჩააქრეს.

როგორც თურქეთის ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, სადგური მუშაობას რაც შეიძლება მალე განაახლებს.

ცეცხლი დღეს თბოელექტროსადგურის ტერიტორიას მიუახლოვდა, თუმცა სპეცთვითმფრინავებისა და ცოცხალი ძალის დახმარებით ის ჩააქრეს. ამ დროისთვის მეხანძრეები მიმდებარე ტერიტორიის დამუშავებას აგრძელებენ.

გუშინ საღამოს კი თბოელექტროსადგურიდან პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა, ადგილიდან აალებადი და ფეთქებადი მასალებიც გაიტანეს. ამასთან, წყალბადის ავზები, რომლებიც ქარხნის დანადგარების გასაგრილებლად გამოიყენება, დაცალეს და წყლით აავსეს.

თურქეთში მე–9 დღეა ტყის ხანძრების ჩაქრობა ვერ ხერხდება. ოფიციალური ინფორმაციით, 9 დღის განმავლობაში ქვეყნის 30 პროვინციაში ხანძრის დაახლოებით 180 კერა დაფიქსირდა. მათი უმეტესობა მეხანძრეებმა უკვე ჩააქრეს, თუმცა ცეცხლის 12 კერა კვლავ აქტიურია.

ბოლო მონაცემებით, ცეცხლს, 8 ადამიანი ემსხვერპლა. მათგან 7–ის ცხედარი ქალაქ მანავგატში აღმოაჩინეს, ერთი – მარმარისში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S