რუსულმა ატომურმა წყალქვეშა ნავმა დანიის სანაპიროსთან იძულებითი დრეიფი დაიწყო
05/08/2021 11:19:55 მსოფლიო
რუსულმა ატომურმა წყალქვეშა ნავმა "Орел"-მა, რომელიც თანმხლებ გემებთან ერთად სანქტ-პეტერბურგიდან კოლის ნახევარკუნძულისკენ მიემართებოდა, დანიის ქალაქ ორჰუსიდან აღმოსავლეთით, სეიერიოს მიდამოებში სვლა დაკარგა და იძულებითი დრეიფი დაიწყო, - იუწყება ნორვეგიული გამოცემა "The Barents Observer".
მისივე ცნობით, ინციდენტი 30 ივლისს მოხდა, თუმცა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სარდლობას მომხდარი ამ დრომდე არ გაუხმაურებია.
ინფორმაცია ინციდენტის თაობაზე Facebook-ში დანიური სანაპირო დაცვის გემ "დიანას" ეკიპაჟმა განასაჯაროვა, რომელიც სამი ხომალდისგან შემდგარ რუსულ დაჯგუფებას მიაცილებდა.
დანიელი მეზღვაურების განცხადებით, წყალქვეშა ნავთან სხვა რუსული გემები მივიდნენ, მომზადდა საშუალებები ბუქსირებისთვის. რუსებს დახმარება თავად "დიანამაც" შესთავაზა, თუმცა "თავაზიანი უარი" მიიღო.
"Орел" ერთხანს ძრავას ვერ რთავდა, თუმცა შემდეგ ეს მოახერხა. ბუქსირების საშუალებები გაიყვანეს. წყალქვეშა ნავი გარკვეული დროის განმავლობაში წყლის ზედაპირზე გადაადგილდებოდა, ხოლო შემდეგ ჩაყვინთა", - უამბეს "Barents Observer"-ს ნორვეგიის შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში, რომელიც რუსული საზღვაო დაჯგუფების გადაადგილებაზე დაკვირვებას განაგრძობს.
- წყალქვეშა ნავი К-266 "Орел" ექსპლუატაციაში 1992 წლის დეკემბერში შეიყვანეს. იგი პროექტ 949А "ანთეის" ("ოსკარი-II" ნატო-ს კოდიფიკაციით)ეკუთვნის. ნავის ბორტზე ორი ატომური რეაქტორია განთავსებული, მის სტანდარტულ შეიარღებაშია ტორპედოები და ფრთოსანი რაკეტები.
- პროექტ 949А "ანთეის" ეკუთვნოდა წყალქვეშა ნავი "Курск"-იც, რომელიც 2000 წლის 12 აგვისტოს, წვრთნების დროს ბარენცის ზღვაში ჩაიძირა. იმ ტრაგედიას ეკიპაჟის 118 წევრი ემწხვერპლა.
- 2021 წლის 25 ივლისს წყალქვეშა ატომური რაკეტმზიდი "Орел" სანქტ-პეტერბურგში რუსული ფლოტის 325-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მთავარ საზღაო-სამხედრო აღლუმში მონაწილეონდა.


