Accentnews.ge
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში "სინოფარმით" 3-17 წლის ბავშვებს აცრიან

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში "სინოფარმით" 3-17 წლის ბავშვებს აცრიან

05/08/2021 10:55:34 მსოფლიო

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 3-დან 17 წლამდე ბავშვებს "სინოფარმის" კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრიან..

მთავრობაში ეს გადაწყვეტილება კლინიკური კვლევის წარმატებულად დასრულების შემდეგ მიიღეს, რომელშიც 900 ბავშვი, მათ შორის სამეფო ოჯახის პატარა წევრები მონაწილეობდნენ. ყველა მათგანი სწორედ ჩინური წარმოების ვაქცინით აიცრა.

საამიროებში უკვე დაშვებულია „ფაიზერის“ 12-დან 15 წლამდე ბავშვებში გამოყენება. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში ვაქცინის ერთი დოზით მოსახლეობის 78,95%-ია აცრილი, 70,57% კი ორივე დოზით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S