Accentnews.ge
"სავალდებულო ვაქცინაცია არც ერთ ჯგუფთან მიმართებაში განიხილება"

"სავალდებულო ვაქცინაცია არც ერთ ჯგუფთან მიმართებაში განიხილება"

05/08/2021 10:18:29 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში სავალდებულო ვაქცინაცია არც ერთ ჯგუფთან მიმართებაში, მათ შორის არიც პედაგოგების და არც ექიმების მიმართ, არ განიხილება. ამის შესახებ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სამედიცინო პერსონალში ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლი თავდაპირველად იმით განისაზღვრებოდა, რომ ყველაზე მაღალი დაინფიცირების დინამიკა შემოდგომის პიკზე სწორედ ამ პროფესიის წარმოამდგენლებში იყო.

გაბუნია არ გამორიცხავს, რომ “აუცილებლობის შემთხვევაში” საქართველოშიც დაინერგოს საერთაშორისო გამოცდილება, რომლის მიხედვით, სამედიცინო დაწესებულებებში არავაქცინირებულ სამედიცინო მუშაკებს არ უშვებენ და ამ გზით ცდილობენ პაციენტების დაცვას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S