Accentnews.ge
"დღეს ნაადრევია იმაზე საუბარი, როგორ განახლდება სასწავლო პროცესი"

"დღეს ნაადრევია იმაზე საუბარი, როგორ განახლდება სასწავლო პროცესი"

05/08/2021 10:10:16 საზოგადოება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, აკადემიური სასწავლო წლის დაწყებამდე, სექტემბრამდე აგვისტოს სამი კვირაა გასავლელი და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ძნელია იმის თქმა, დისტანციურად გაგრძელდება სწავლების პროცესი თუ საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში.

მან იმედი გამოთქვა, რომ სექტემბრამდე დარჩენილი სამი კვირის განმავლობაში საგანმანათლებლო სისტემის თანამშრომლები აქტიურად ჩაერთვებიან ვაქცინაციის პროცესში.

„დღეს დილით დაიწყო სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებში [ვაქცინაცია] საგანმანათლებლო სისტემის პედაგოგიური პერსონალისთვის, ასევე სხვა პირებისთვის. მაგალითად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე მოქმედი მასიური ვაქცინაციის ცენტრში, სადაც დღეს პირველი ჯგუფი აიცრა რეგისტრაციის გარეშე წინასწარ ორგანიზებული აცრით. იგივე მოხდება ქვეყნის ყველა სხვა რეგიონში იმისთვის, რომ საგანმანათლებლო სექტორის თანამშრომლებს ჰქონდეთ მინიმალური ბარიერი ვაქცინაზე ხელმისაწვდომობისთვის. შემდეგ ყველაფერი სხვა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ეპიდემიოლოგიური სურათი როგორ განვითარდება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კითხვაზე, ხომ არ განიხილება საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებული ადამიანების სავალდებულო აცრის საკითხიც, მან განაცხადა, რომ ქვეყანა ამ ეტაპზე ნებაყოფლობითი ვაქცინაციის მოდელს მიჰყვება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S