"ჩემი რეკომენდაციაა, აცრილებისთვის შეზღუდვები არ იყოს, აუცრელებისთვის იყოს"
05/08/2021 10:05:25 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, მისი პირადი რეკომენდაციაა, აცრილებისთვის შეზღუდვები არ იყოს, აუცრელებისთვის იყოს.
"ჩემი პირადი რეკომენდაციაა აცრა, სასწრაფოდ აცრა ყველასი და შეზღუდვებს რაც შეეხება, ჩემი პირადი რეკომენდაციები არის, რომ აცრილებისთვის შეზღუდვები არ იყოს, აუცრელებისთვის იყოს", - განაცხადა იმნაძემ.
მისი თქმით, ეს საკითხი საკოორდინაციო საბჭოზე განიხილეს, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.


