"ახლა პიკში ვართ, 10 აგვისტოდან მოსალოდნელია შემთხვევების რაოდენობის კლება"
05/08/2021 09:40:55 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, 10 აგვისტოდან მოსალოდნელია კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის კლება.
"ჩვენი სცენარი და პროგნოზი ემყარება ისევ სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუციის შეფასებებს. ახლა ვიმყოფებით პიკის ფაზაში, პროგნოზულად, დაახლოებით, 10 აგვისტოდან მოსალოდნელია შემთხვევების რაოდენობის კლება. სიკვდილიანობის მაჩვენებელს ვინარჩუნებთ 1,3%-1,4% ფარგლებში. ეს არის ის მათემატიკა, რაც მე დღეს შემიძლია გაგიზიაროთ პანდემიასთან მიმართებაში", – განაცხადა გაბუნიამ.


