Accentnews.ge
ირანის ახლადარჩეული პრეზიდენტი უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგება

ირანის ახლადარჩეული პრეზიდენტი უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგება

05/08/2021 09:00:58 მსოფლიო

დღეს ირანის ახლადარჩეული პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი ფიცს დადებს და უფლებამოსილების შესრულებას შეუდგება.

აზერბაიჯანული და სომხური დელეგაციები ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად თეირანში უკვე ჩავიდნენ.

ცერემონია 17:00 საათზე გაიმართება. ცერემონიალში 115 ქვეყნის 73 ოფიციალური პირი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის 10 პრეზიდენტი, 20 პარლამენტის თავმჯდომარე და 11 საგარეო საქმეთა მინისტრი.

60 წლის რაისი ირანის რიგით მეექვსე პრეზიდენტი იქნება. სასულიერო პირი და ულტრაკონსერვატორი იურისტი, წარსულში უზენაეს სასამართლოს ხელმძღვანელობდა და 2018 და 2019 წლებში, საპროტესტო აქციის მრავალი მონაწილე ჰყავს სიკვდილით დასჯილი. 1988 წელს ის მონაწილეობას იღებდა ათასობით პოლიტიკური პატიმრის წამებასა და სიკვდილით დასჯაში, რის გამოც რაისი 2019 წელს ვაშინგტონის სასანქციო სიაში მოხვდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S