Accentnews.ge
მედია – ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანა ირანზე თავდასხმისთვის მზადაა

მედია – ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანა ირანზე თავდასხმისთვის მზადაა

05/08/2021 08:47:38 მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის მინისტრ ბენი განცის განცხადებით, ქვეყანა მზადაა, ირანზე თავდასხმისთვის.

როგორც ებრაული მედია იუწყება, ამის შესახებ მან Ynet– თან ინტერვიუში განაცხადა.

"ისრაელი მზადაა, ირანზე თავდასხმისთვის. მსოფლიო უნდა მოემზადოს თეირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებისათვის", – განაცხადა განცმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ, ისრაელი და დიდი ბრიტანეთი ირანს ომანის სანაპიროსთან იაპონურ ნავთობმზიდზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმაში ადანაშაულებენ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, თავდასხმის შემდეგ ვაშინგტონი პარტნიორებთან კონსულტაციებს აწარმოებს და საპასუხო ზომები მალე იქნება მიღებული.

"მსგავსი ქმედება მნიშვნელოვან საზღვაო გზაზე საფრთხის უქმნის ნაოსნობის, საერთაშორისო გადაზიდვებისა და კომერციის თავისუფლებას, ასევე გემებზე მყოფთა სიცოცხლეს," – აცხადებს ბლინკენი.

მანამდე, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა აღნიშნა, რომ ტანკერზე თავდასხმის უკან ირანი დგას:

"ირანმა უნდა შეწყვიტოს თავდასხმები და გემებს თავისუფალი ნავიგაციის უფლება უნდა ჰქონდეთ".

მსგავსი განცხადება გააკეთა ისრაელის პრემიერ–მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა.

თავად ირანი ბრალდებას უარყოფს. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა საიდ ხათიბზადემ ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა და აღნიშნა, რომ ამგვარი ბრალდებები თეირანის მისამართით ახალი არ არის.

ნავთობტანკერზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია 30 აგვისტოს გავრცელდა. ხომალდი MT Mercer Street იაპონურ კომპანიას ეკუთვნის, თუმცა მის ექსპლუატაციას ებრაელი მილიარდერის ეიალ ოფერის ოჯახის კუთვნილი კომპანია „ზოდიაქ მერითაიმი“ ახორციელებს. ტანზანიიდან არაბთა გაერთიანებული საამიროების მიმართულებით მცურავ ხომალდზე თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა ტანკერის ეკიპაჟის ორი წევრი- რუმინეთისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S