Accentnews.ge
პაატა იმნაძის ორსული შვილი „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა

პაატა იმნაძის ორსული შვილი „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა

05/08/2021 07:44:47 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის ორსული შვილი „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა.

პროცესს აკვირდებოდა პაატა იმნაძეც, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ „ფაიზერის“ ვაქცინით ფეხმძიმეების აცრა დაშვებულია.

„ოჯახში ჩემი ქალიშვილი ერთადერთი იყო, რომელსაც ვაქცინა არ ჰქონდა გაკეთებული, რომელიც არის ფეხმძიმედ და ამიტომ ელოდებოდა იმ ვაქცინას , რომელზეც არის დაშვებული ორსულებისთვის. ბედნიერი ვარ, რადგან ოჯახის ყველა წევრი აცრილი მყავს და ვიცი, რომ ამ დაავადების საწინააღმდეგოდ სხვას ვერაფერს ვიზამთ გარდა იმისა, რომ ყველანი ვიყოთ აცრილები, რათა ჩვენი და ჩვენი ახლობლების სიცოცხლე იყოს დაცული. ყველას გვეშინია ანაფილაქსიური შოკის, მაგრამ ნახევარ მილიონ აცრილებში გვაქვს ოთხი ანაფილაქსიური შემთხვევა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S