Accentnews.ge
"მოგიწოდებთ, ჩაიტაროთ ვაქცინაცია, რომ უსაფრთხო გახდეს ეს ქვეყანა ჩვენი შვილებისთვის"

"მოგიწოდებთ, ჩაიტაროთ ვაქცინაცია, რომ უსაფრთხო გახდეს ეს ქვეყანა ჩვენი შვილებისთვის"

05/08/2021 07:39:09 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია მოსახლეობას კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინააციისკენ მოუწოდებს.

„მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ ვაქცინაცია უფრო გააქტიურდეს და ვაქცინაცია უშიშრად ჩაიტარონ, რადგან არ არსებობს ისეთი გართულებები, რომელიც საშიშია მოქალაქისთვის. სხვადახხვა ქვეყნებში კვლევებია ჩატარებული, რომ "დელტა" შტამი, რომელიც უფრო გადამდებია და მძიმე დაავადებას იწვევს, აღმოჩნდა, რომ ინფიცირების 95 პროცენტზე მეტი არის არავაქცინირებულებში და ლეტალობა 99,8 პროცენტი არის არავაქცინირებულ პირებში. ვაქცინირებულ ადამიანებში დაავადება მიდის მსუბუქად და მათთან ლეტალობა არ დაფიქისრებულა. ეს არის ამოსავალი წერტილი და მოგიწოდებთ, ჩაიტაროთ ვაქცინაცია, რომ უსაფრთხო გახდეს ეს ქვეყანა ჩვენი შვილებისთვის“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების 80% "დელტა" შტამზე მოდის.

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 3670 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 2626 პირი გამოჯანმრთელდა, 38 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S