Accentnews.ge
მედია–  აშშ ქვეყანაში მხოლოდ ორჯერადად აცრილ ვიზიტორებს შეუშვებს

მედია– აშშ ქვეყანაში მხოლოდ ორჯერადად აცრილ ვიზიტორებს შეუშვებს

05/08/2021 07:16:44 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყანაში მხოლოდ ორჯერადად აცრილ ვიზიტორებს შეუშვებს, – იუწყება BBC თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.

მისი ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შესაბამის სააგენტოებს უცხოელი ვიზიტორებისთვის ქვეყნის ეტაპობრივი გახსნა დაავალა.

ვაშინგტონს სურს, გახსნას საზღვრები მოგზაურთათვის, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის ინდუსტრიას.

Covid-19-თან დაკავშირებით არსებული რეგულაციები საერთაშორისო მოგზაურების უმეტესობას ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესვლას უზღუდავს. პირველი ქვეყანა, რომელსაც პანდემიის გამო შტატებში შესვლაზე ვაშინგტონმა შეზღუდვები დაუწესა ჩინეთი იყო. მას შემდეგ სიას არაერთი ქვეყანა დაემატა. მათ კი, ვისაც ქვეყანაში შესვლის უფლება აქვთ, 3 დღის განმავლობაში გაკეთებული კოვიდტესტი უნდა წარადგინონ.

ცნობისთვის: აშშ–ის მოსახლეობის 70%-ზე მეტი ვაქცინის ერთი დოზით აცრილია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S