თბილისი და 6 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
05/08/2021 06:53:25 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 3670 შემთხვევა დაფიქსირდა, დაავადებისგან 2626 პირი გამოჯანმრთელდა, 38 პაციენტი გარდაიცვალა.
ქვეყანაში ჩატარდა 41 885 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 26 469, „პისიარ“ ტესტით – 24 184.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,76%, ბოლო 14 დღის – 7,85%, ბოლო შვიდი დღის – 8,67%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 670 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 1 652 შემთხვევა,
- აჭარა – 601,
- იმერეთი – 400,
- ქვემო ქართლი – 197,
- შიდა ქართლი – 155,
- გურია – 93,
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 190,
- კახეთი – 187,
- მცხეთა-მთიანეთი -84,
- სამცხე-ჯავახეთი – 89,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 22.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 436 573 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 393 453 პირი გამოჯანმრთელდა, 5 986 პაციენტი გარდაიცვალა.
სულ აცრილია 564 691 ადამიანი, დღიურად აცრილია 20 845.


