Accentnews.ge
თურქეთის ტყეებში ხანძრების გაჩენაში ორი რუსი ტურისტია ეჭვმიტანილი

თურქეთის ტყეებში ხანძრების გაჩენაში ორი რუსი ტურისტია ეჭვმიტანილი

04/08/2021 16:57:26 მსოფლიო

თურქეთის პოლიციამ ორი რუსი ტურისტი დააკავა, რომელიც ანტალიის გარეუბანში მდებარე ტყის მასივში გადაადგილდებოდა, - იუწყება CNN TÜRK.

როგორც ირკვევა, 31 ივლისს სამართალდამცველ ორგანოს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა მიმართეს შეტყობინებით ორი საეჭვო ჩანთებიანი პირის შესახებ. რუსი ტურისტები თიუნექთეფის მთის სიახლოვეს, ტყეში გადაადგილდებოდნენ.

ადგილზე გასულმა პოლიციელებმა და ტერორიზმთან ბრძოლის სამმართველოს წარმომადგენლებმა ისინი მთისკენ მიმავალი საბაგირო გზის საყრდენ ბოძებთან აღმოაჩინეს. რუს ტურისტებს საბუთები შეუმოწმეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

ამჟამად 12 თურქულ პროვინციაში ხანძარსაშიში ვითარების გამო ტყის მასივებში შესვლა აკრძალულია.

ცნობისთვის: თურქეთში ტყეების გადაწვაზე პასუხისმგებლობა ქვეყანაში ტერორისტულად აღიარებულ ქურთთა ორგანიზაცია "ცეცხლის შვილებს" აქვს აღებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S