Accentnews.ge
რატომ ითხოვს ჯანმო "ბუსტერ"–დოზებზე მორატორიუმის დროებით გამოცხადებას

რატომ ითხოვს ჯანმო "ბუსტერ"–დოზებზე მორატორიუმის დროებით გამოცხადებას

04/08/2021 16:27:10 მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს, კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინების მესამე დოზით (ე.წ. "ბუსტერ"–დოზით) მოსახლეობის აცრაზე მორატორიუმი მინიმუმ, სექტემბრის ბოლომდე გამოცხადდეს,

როგორც ჯანმო–ს ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განმარტა, ხსენებული ნაბიჯი აუცილებელია, რათა ყველა ქვეყნაში მოსახლეობის მინიმუმ, 10%-ის ვაქცინაცია მოხერხდეს.

"მსოფლიოში ასობით მილიონი ადამიანი ჯერ კიდევ ვაქცინის პირველ დოზას ელოდება, როცა მდიდარი ქვეყნები „ბუსტერ“– დოზით აცრას იწყებენ. ამ დრომდე მსოფლიოში ვაქცინების 4 მილიარდზე მეტი დოზა გაიცა. მათგან 80% მაღალი და საშუალოზე მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებმა მოიხმარეს. თუმცა მათი მოსახლეობა მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე ნაკლებია. ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა შევცვალოთ ეს ტენდენცია და ვაქცინების უმეტესობა უნდა მიემართოს დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისკენ. იმისათვის, რომ ეს მოხდეს, ჩვენ გვჭირდება თანამშრომლობა ყველასთან, განსაკუთრებით რამდენიმე ქვეყანასა და კომპანიასთან, რომლებიც ვაქცინების გლობალურ მიწოდებას აკონტროლებენ", - განაცხადა გებრეიესუსმა.

შეგახსენებთ, რომ ისრაელმა ე.წ. "ბუსტერ"–დოზით ვაქცინაციის პროცესი გასული კვირიდან უკვე დაიწყო. აღნიშნულს გეგმავს გერმანია და საფრანგეთიც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S