Accentnews.ge
"ვაქცინაციისთვის დაჯავშნილ ვიზიტებზე არგამოცხადება ყოველდღიურად ხდება და ამის მაღალი მაჩვენებელია"

"ვაქცინაციისთვის დაჯავშნილ ვიზიტებზე არგამოცხადება ყოველდღიურად ხდება და ამის მაღალი მაჩვენებელია"

04/08/2021 14:34:48 საზოგადოება

"ვაქცინაციისთვის დაჯავშნილ ვიზიტებზე არგამოცხადება ყოველდღიურად ხდება და ამის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ფაქტს სხვადასხვა უწყება სწავლობს და უნდა გაირკვეს, რა გახდა ამ მოქალაქეების მოტივი - ანტივაქსერობა თუ უბრალოდ, გადაწყვეტილების შეცვლა.

"ჯავშნების გაუქმება, უფრო სწორად არ გამოცხადება დაჯავშნილ ვიზიტებზე არის ყოველდღიურად და საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ერთი ციფრი, რომელიც დასახელდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ, ეს იყო 3 000 შემთხვევა არგამოცხადების. ამ საკითხს სწავლობს სხვადასხვა უწყება იმისთვის, რომ გამოვლინდეს, რა შესაძლო მიზეზი შეიძლება ჰქონოდა მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირდა და შემდეგ კი არ გააუქმა ჯავშანი, უბრალოდ არ გამოცხადდა. არის ეს ანტივაქსერული ჩარევა, არის ეს უბრალოდ, სპონტანურად, რომ ადამიანი დარეგისტრირდა და შემდეგ შეცვალა მისი გადაწყვეტილება, არ მივიდა და უბრალოდ არ გააუქმა. ჩვენ მეტი ინფორმაცია და პასუხი გვჭირდება", -განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის: გუშინ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ დაფიქსირებულია 3 000-მდე შემთხვევა, როცა მოქალაქეები დაგეგმილ ვიზიტებზე არ მივიდნენ.

ოფიციალური მონაცემებით, მეორე დღეა, საქართველოში კოვიდ–ინფიცირებულთა ნამატი 4 000–ს სცდება. კერძოდ, გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 4233 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 38 ადამიანი გარდაიცვალა,1934 პირი გამოჯანმრთელდა– იუწყება NCDC. გასული დღე–ღამის განმავლობაში 45 229 ტესტი ჩატარდა.

3 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 4 827 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 895 პაციენტი, გარდაიცვალა 34 ადამიანი.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 432 903 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 390 827 პირი გამოჯანმრთელდა, 5 948 პაციენტი გარდაიცვალა.
  • სულ აცრილია 542 639 ადამიანი, დღიურად აცრილია 16 852.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S