მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს
04/08/2021 13:48:44 საზოგადოება
რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ, მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
ცხედარი ოჯახის მიერ უკვე იდენტიფიცირებულია.
საძიებო სამუშაოებში მონაწილეობდა 20 მაშველი, 3 მყვინთავი და ასევე მცურავი საშუალებები და ფსკერის სკანირების ხელსაწყო „ექოლოტი“.
ცნობისთვის: მამაკაცს მტკვარში 2 აგვისტოდან ეძებდნენ.


