სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
04/08/2021 13:04:20 საზოგადოება
ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ტურნირის ფინალურ ბლოკში სერბეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ზურაბ დათუნაშვილი (87 კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. მან ხორვატი ივან ჰუკლელი 6:1 დაამარცხა.
ზურაბ დათუნაშვილმა საქართველო ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესთან დაპირისპირების შემდეგ დატოვა. დათუნაშვილი სერბეთის სახელით 2020 წლიდან ასპარეზობს.
ცნობისთვის: 2020 წლის 6 დეკემბერს გეგეშიძე ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ოთხწლიანი ვადით აირჩიეს.


