Accentnews.ge
"მეოთხე ტალღის პიკია "

"მეოთხე ტალღის პიკია "

04/08/2021 12:01:04 საზოგადოება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ კოვიდ–ინფიცირების 4 000-ზე მეტი შემთხვევა, მიუთითებს იმას, რომ რეალურად ქვეყანაში მეოთხე ტალღის პიკია.

"4 000-ზე მეტი შემთხვევაა ბოლო 2 დღის განმავლობაში, რაც მიუთითებს იმას, რომ რეალურად მეოთხე ტალღის პიკია. ჰოსპიტალური ქსელის მობილიზება გრძელდება. 7 000-მდე საწოლია დღევანდელი მდგომარეობით მობილიზებული, დამატებითი კლინიკებიცაა ჩართული, რომ თუ პაციენტს ჰოსპიტალური მართვა სჭირდება, ჰოსპიტალში იყვნენ. გუშინ ჩვენ კიდევ დავამატეთ ონლაინ კლინიკის პერსონალი იმისთვის, რომ სატელეფონო ზარებზე პასუხის დაგვიანებას ადგილი არ ჰქონდეს. პრევენციული ზომების გატარება ამ პირობებში საკმაოდ რთულია, მთავარი ჯანდაცვის საშუალება პირბადის გამოყენებაა", – განაცხადა გაბუნიამ.

ოფიციალური მონაცემებით, მეორე დღეა, საქართველოში კოვიდ–ინფიცირებულთა ნამატი 4 000–ს სცდება. კერძოდ, გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 4233 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 38 ადამიანი გარდაიცვალა,1934 პირი გამოჯანმრთელდა– იუწყება NCDC. გასული დღე–ღამის განმავლობაში 45 229 ტესტი ჩატარდა.

3 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 4 827 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 895 პაციენტი, გარდაიცვალა 34 ადამიანი.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 432 903 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 390 827 პირი გამოჯანმრთელდა, 5 948 პაციენტი გარდაიცვალა.
  • სულ აცრილია 542 639 ადამიანი, დღიურად აცრილია 16 852.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S