Accentnews.ge
ლაშა ტალახაძემ ატაცში მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ლაშა ტალახაძემ ატაცში მსოფლიო რეკორდი დაამყარა

04/08/2021 11:40:00 საზოგადოება

ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ახალი რეკორდის ავტორია. ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე მან ატაცში 223 კგ. დაძლია და მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა.

ტალახაძემ პირველ ცდაზე 208 კგ, მეორეზე – 215 კგ. ასწია.

მესამე ცდაზე მისმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ 221 კგ შეუკვეთა. თუმცა ბოლო მომენტში 223-ად გადააკეთა. მიზეზი მარტივია – 222 კგ ლაშას მიერ დამყარებული მსოფლიოს რეკორდი იყო. მისი გაუმჯობესებისთვის კი ერთით მეტი კილოგრამი იყო საჭირო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S