Accentnews.ge
მამაკაცი, რომელიც უკრაინის მთავრობის შენობაში ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა, დააკავეს

მამაკაცი, რომელიც უკრაინის მთავრობის შენობაში ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა, დააკავეს

04/08/2021 09:21:39 მსოფლიო

მამაკაცი, რომელიც უკრაინის მთავრობის შენობაში ხელყუმბარის აფეთქებით, იმუქრებოდა სპეცრაზმმა დააკავა. ის შენობიდან უკვე გამოიყვანეს. უკრაინული მედიის ცნობით, აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

მედიის ცნობით, დაკავებული ვლადიმირ პროხნიჩია, რომელსაც 2015 წელს უმცროსი სერჟანტის წოდება მიანიჭეს, დაჯილდოვებულია მესამე ხარისხის ორდენით მამაცობისთვის. ამ ეტაპზე პენსიონერია. მის ბიოგრაფიაში რაიმე კრიმინალური შემთხვევა არ ფიქსირდება, გარდა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისა. ის რუსეთ-უკრაინის ომში 2-ჯერ არის დაჭრილი, მათ შორის - თავის არეშიც.

უკრაინული მედიის ცნობით, მოლაპარაკებებში მისი მეგობრებიც იღებდნენ მონაწილეობას. უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელის თქმით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 4 მუხლით დაიწყება. ერთ-ერთი მუხლი 15 წლით პატიმრობას ითვალისწინებს.

კაცი უკრაინაში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში დღის მეორე ნახევარში შეიჭრა ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრება. მედიისთვის უცნობი იყო კაცის მოთხოვნები.

პოლიციამ პერიმეტრი გადაკეტა, განხორციელდა მოქალაქეების ევაკუაცია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S